Belive

"ფეხბურთელი, რომელსაც ევრო 2024-ზე თვალი უნდა ადევნოთ" - ბრიტანული მედია ოთარ კიტეიშვილზე

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ბრიტანული გამოცემა palatinate ევროპის ჩემპიონატის მოახლოებას გამოეხმაურა და აქცენტი რამდენიმე ფეხბურთელზე გააკეთა. სტატიაში 8 ფეხბურთელზეა ყურადღება გამახვილებული, რომლებიც ხალხისთვის ნაკლებად ცნობილი ფეხბურთელები არიან. ბრიტანულმა საიტმა ოთარ კიტეიშვილი მნიშვნელოვან და ნაკრების ერთ-ერთ მთავარ ფეხბურთელად დაასახელა. მათი თქმით კიტე ნახევარდაცვის ბრილიანტია.

ეს ალბათ ყველაზე ნაკლებად სავარაუდო ფეხბურთელი იყო, რომელსაც ამ სტატიაში შემოგთავაზებდით, მაგრამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე ყურადღება აუცილებლად უნდა გამახვილდეს, ისინი ევროპის ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებენ და ტურნირზე ერთადერთი დებიუტანტი ქვეყანა იქნება. სხვა ნაკრებების მსგავსად მათ არაერთ პოზიციაზე ჰყავთ ვარსკვლავები. ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სახე იყო, მაგრამ "ნაპოლისთან" ერთად მას სეზონი ჩაუვარდა. გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" საუკეთესო ფეხბურთელია ბოლო წლების განმავლობაში.

ეს ის ორი ფეხბურთელია, რომელსაც ხალხი საქართველოს ნაკრებიდან იცნობს, მაგრამ ჩვეულებრივი მაყურებლისთვის ოთარ კიტეიშვილი ასე თუ ისე უცნობია, ის ნახევარდაცვის ბრილიანტია. კიტე საყრდენი ნახევარმცველია, მაგრამ თამაშის რადიკალურად შეცვლა შეუძლია. ის ბურთთან ძალიან შემოქმედებითად მოქმედებს და აქვს ბრწყინვალე და დაუნდობელი დარტყმის სტილი. ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, 9 გოლით ის მნიშვნელოვნად დაეხმარა "შტურმს" ტიტულების მოპოვებაში. 28 წლის ასაკში ის პირველად იასპარეზებს საქართველოსთან ერთად დიდ ტურნირზე, ეს მისთვის შანსია, რათა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცეს. - ბრიტანული მედია

ოთარ კიტეიშვილთან ერთად, სტატიაში ნახსენებია კიდევ 7 ქვეყნის 7 ფეხბურთელი, ესენი არიან: სლოვენიელი ბენჟამინ სესკო, ავსტრიელი კრისტოფ ბაუმგარტნერი, უკრაინელი გეორგი სუდაკოვი, უნგრელი როლანდ შალაი, ესპანელი ლამინე იამალი, სლოვაკი დავიდ ჰანცკო, გერმანელი მაქსიმილიან მიტელსტანდი.

სხვა სტატიები