სლოტი ეკიტიკეს წითელზე: 'სულელური იყო - მე შევბრუნდებოდი და კიეზას მადლობას ვეტყოდი'
კარაბაოს თასზე ლივერპულმა საუთჰემპტონი 2:1 დაამარცხა. ამ მატჩი გიორგი მამარდაშვილის დებიუტი შედგა (ოფიციალურ შეხვედრაში). ლივერპულის მაისურით პირველი გოლი გაიტანა ალექსანდრ ისაკმაც, გამარჯვების გოლი უგო ეკიტიკეს ანგარიშზეა. ორივე შემთხვევაში საგოლე გადაცემა ფედერიკო კიეზამ გააკეთა. 86-ე წუთზე გატანილი გოლი, ეკიტიკემ მაისურის გახდით აღნიშნა, მას უკვე ჰქონდა ერთი ყვითელი, ასე რომ, მსაჯმა წითელი უჩვენა და მოედნიდან გააძევა. ლივერპულის მწვრთნელმა ეს მომენტი შეაფასა.
მე უკვე მაქვს ნათქვამი, რომ ასეთი წითელი ბარათი სისულელეა.
მე ძველმოდური ვარ. 47 წლის და შესაძლოა, მოხუციც. ამ დონეზე არ მითამაშია, მაგრამ რამდენიმე გოლი გავიტანე და ასეთი გოლი რომ გამეტანა, შევბრუნდებოდი, ფედერიკო კიეზასთან მივიდოდი და ვეტყოდი: „ეს გოლი შენია". - განაცხადა არნე სლოტმა
Hugo Ekitike forgot that he had already received a yellow card and took off his shirt right after scoring a goal.
— Epic Red Cards (@epicredcards) September 23, 2025
A moment later, he looked at the second yellow cardboard box and flew off the field. 😂😂😂😂😂😂
pic.twitter.com/9K8WBGTp2A
სეზონის დაწყებიდან, ლივერპულმა ზედიზედ 7 მატჩი მოიგო (5 პრემიერ ლიგაში, 1 ჩემპიონთა ლიგაზე, 1 კარაბაოს თასზე). არნე სლოტის გუნდს მომდევნო შეხვედრა 27 სექტემბერს ელოდება, წითლები სტუმრად კრისტალ პალასთან ითამაშებენ, სწორედ კრისტალ პალასია ის გუნდი, რომელთანაც ბოლოს ლივერპული დამარცხდა ('ქომუნითი შილდის' ფინალი - პენალტების სერიაში).