უეინ რუნი: "სლოტის ადგილას სალაჰს გუნდიდან გავუშვებდი"
4 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი, უეინ რუნი მოჰამედ სალაჰსა და ლივერპულს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობაზე საუბრობს.
"არნე სლოტმა ახლავე უნდა გამოავლინოს თავისი ავტორიტეტი, დაურეკოს სალაჰს და უთხრას: "შენ გუნდთან ერთად ინტერის პირისპირ მატჩში სათამაშოდ არ წამოხვალ და ის, რაც თქვი, მიუღებელია. წადი აფრიკის ერთა თასზე და ეს ყველაფერი დაწყნარდება".
ლივერპულის მთავარი მწვრთნელის ადგილას რომ ვიყო, ახლა სალაჰი გუნდში არ იქნებოდა.
ნებისმიერ შემთხვევაში, ეს სწრაფად უნდა მოგვარდეს. დრო ყველასთვის იწურება და სალაჰი ამ სეზონში საუკეთესოდ არ გამოიყურება. ფორმაში არ არის.
ყველას სურს, რომ მან სახელოები დაიკაპიწოს და თქვას: "კარგი, ახლა ყველას დაგიმტკიცებთ, რაც შემიძლია.
მისი თანაგუნდელების ადგილას სალაჰის გაკეთებული განცხადებით კმაყოფილი ვერ ვიქნებოდი. ახლა მისი როლი ლივერპულისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. უფრო მეტიც, ნათქვამი სიტყვებით, გუნდში ატმოსფერო გააფუჭა და ლივერპულში შექმნილი მემკვიდრეობა გაანადგურა.
ვფიქრობ, ის ახლა სავარჯიშო მოედანზე ძალიან მშვიდად იქნება და ეს თავისთავად უარყოფით ენერგიას მოიტანს იმ ახალ მოთამაშეებში, რომლებთანაც არნეს მუშაობა სურს.
დარწმუნებული ვარ, სალაჰი უახლოეს წლებში ინანებს იმას, რაც თქვა", - ამბობს უეინ რუნი.
მო სალაჰმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ გუნდში თავისი როლით, მწვრთნელთან და ხელმძღვანელობასთან ურთიერთობით უკმაყოფილოა. ბრიტანული მედია აქტიურად ვარაუდობს, რომ უახლოეს პერიოდში ეგვიპტელი გუნდს შეიცვლის.