"დარტყმამდე უკვე გჯერა, რომ მას გოლის გატანა შეუძლია" - ირაოლა სობოსლაიზე
ანდონი ირაოლამ, ტოტენჰემთან მატჩის შემდეგ, დომინიკ სობოსლაი შეაქო. ესპანელ სპეციალიტს, ჯერჯერობით, წაგება არ აქვს. მერსისაიდელებმა მეტოქე 3:1 დაამარცხეს და ინგლისის ლიგის თასის შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. ირაოლამ, მატჩის შემდეგ, ლივერპულის გოლებზე ისაუბრა.
სამივე გოლი, რომლებიც გავიტანეთ, ძალიან კარგი და ლამაზი იყო. თუმცა მესამე გოლი, რომელიც სობოსლაიმ გაიტანა, მსოფლიო დონის იყო. მის შემთხვევაში, ისაა საინტერესო, რომ როდესაც ბურთითაა, დარტყმამდე გჯერა, რომ გოლის გატანა შეუძლია. სხვა ფეხბურთელებზე შეიძლება იფიქრო, რომ მისთვის მანძილი შორია, მაგრამ დომინიკის შემთხვევაში, ამას მნიშვნელობა არ აქვს. გოლის გატანა ნებისმიერი პოზიციიდან შეუძლია. - ანდონი ირაოლა
ირაოლამ, ამ მატჩში, ათი ცვლილება განახორციელა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი მამარდაშვილიც, რომელმაც ფანტასტიკური შეხვედრა ჩაატარა და რამდენიმე, ძალიან კარგი ბურთი მოიგერია. ამ გამარჯვებით, ირაოლამ, ლივერპულის მთავარი მწვრთნელის რანგში, ბრწყინვალე სვლა შეინარჩუნა. ესპანელ სპეციალისტს, ჩატარებული ექვსი თამაშიდან, არც ერთი არ წაუგია. მერსისაიდელები პრემიერ ლიგის მომდევნო შეხვედრაში, სტუმრად, ირაოლას ყოფილ გუნდს, ბორნმუთს დაუპირისპირდებიან.
🚨🗣️ Andoni Iraola: "I think the 3 goals we scored were very good."
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) September 15, 2026
"The origin of the goals was very good."
"With Dominik, when he shoots the ball, you think he can score. With other players you may think it's too far." pic.twitter.com/qXj99Hq6Kz