Belive

სლოტი: ,,არ გქონდეთ მოლოდინი, რომ ისაკი ყველა მატჩში 90 წუთს ითამაშებს''

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა, ბარნლისთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, გუნდის ახალწვეულზე, ალექსანდერ ისაკზე ისაუბრა:

,,ყველაზე მეტად ის ფაქტი მახარებს, რომ ისაკთან კონტრაქტის გაფორმება შევძელით. ტრანსფერში ყველა მხარემ დიდი ძალისხმევა ჩადო.

შვედეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი უდიდეს კომპლიმენტს იმსახურებს - მის განკარგულებაში, შესაძლოა, მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია, ნაკრებს კი 2 მნიშვნელოვანი მატჩი ჰქონდა, თუმცა იონ-დალ ტომასონმა იცოდა, რომ თუ მას ორივე შეხვედრაში 90 წუთს ათამაშებდა, ფეხბურთელი ტრავმას მიიღებდა, ეს კი მწვრთნელისთვის, რომელიც თავის მოთამაშეზე ზრუნავს, ადვილი არასდროს არ არის.

ჩვენც ასე მოვიქცევით, ამიტომ, მოლოდინი ნუ გექნებათ, რომ ისაკი ყველა მატჩში მოედანზე 90 წუთს გაატარებს. უახლოს პერიოდში ეს გამორიცხულია. მან მოსამზადებელი პერიოდი მთლიანად გამოტოვა, ამიტომ ძალების აღდგენა თანდათანობით მოუწევს. მარტივი არ იქნება, მაგრამ გულშემატკივრებს უნდა ახსოვდეთ, რომ ჩვენ ის 6 წლით გავიფორმეთ და არა 2 კვირით.'' - არნე სლოტი

სლოვენიისა და შვედეთის მატჩში (2:2) ისაკს საერთოდ არ უთამაშია, კოსოვოსთან წაგებულ შეხვედრაში კი (0:2) თავდამსხმელი მოედანზე 72-ე წუთზე შევიდა.

სხვა სტატიები