Belive

სლავენ ბილიჩს მოდრიჩის შენარჩუნება სურს

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხორვატიის ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, სლავენ ბილიჩმა, თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, მთავარ პრიორიტეტად ლუკა მოდრიჩი დაასახელა. 57 წლის სპეციალისტმა, რომელიც ხორვატიას 2006-2012 წლებშიც წვრთნიდა, განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში მოდრიჩს პირადად შეხვდება და ეცდება, რომ ის ნაკრებში დარჩენაზე დაარწმუნოს. ამ საკითხზე, მან პრესკონფერენციაზეც ისაუბრა.

ჩემი პირველი ნაბიჯი სამწვრთნელო შტაბის ჩამოყალიბება იქნება, რომელსაც ცვლილება ჭირდება. ამის შემდეგ კი თავიდან ბოლომდე ფეხბურთელებზე გადავერთვები. განსაკუთრებით კი მოდრიჩის საკითხი მაინტერესებს.

მოდრიჩი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა და ძალიან მინდა, რომ ნაკრებში
თამაში გააგრძელოს. ყველამ ვიცით თუ რას ნიშნავს ის როგორც ხორვატიისთვის, ასევე ზოგადად ფეხბურთისთვის. ის ჩვენთვის იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ხორვატიის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი. - - განაცხადა ბილიჩმა პესკონფერნციაზე

აღსანიშნავია ისიც, რომ მოდრიჩის შენარჩუნებით, მხოლოდ ხორვატია არაა დაინტერესებული. ამას მილანიც ცდილობს, რომელიც 40 წლის ნახევარმცველის საბოლოო ვერდიქტის მოლოდინშია. მაგრამ ამის მიუხედავად, გუნდის მთავარი მწვრთნელი, რუბენ ამორიმი, ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს.

გავრცელებული ინფრომაციით, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მოდრიჩი კარიერის დამთავრებას აპირებდა. მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, მოედანზე კიდევ ვიხილოთ.

სხვა სტატიები