Belive

ოფიციალურად: ლუკა მოდრიჩი სანაკრებო კარიერას აგრძელებს

21 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოფიციალურად, 40 წლის ლუკა მოდრიჩი, რომელიც 4 დღეში 41 წლის გახდება ხორვატიის ეროვნულ ნაკრებს კვლავ დაეხმარება. ლეგენდარული ნახევარმცველი თავისი ქვეყნის შემადგენლობაში მომდევნო ერთა ლიგის მატჩებისთვის ითამაშებს, ეს ამბავი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სლავენ ბილიჩმა და ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მარიან კუსტიჩმა დაადასტურეს.

მთავარი მწვრთნელის განცხადება:

რა თქმა უნდა, ლუკას ეს გადაწყვეტილება ძალიან მახარებს, ყველამ ვიცით, რას მოუტანს ის ხორვატიას, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. 14 წლის შემდეგ მოუთმენლად ველი მასთან კვლავ მუშაობას და ორივეს გვაქვს ძლიერი ამბიცია, რომ ხორვატია შევინარჩუნოთ როგორც საუკეთესო, წარმატებული გუნდი, მსოფლიოს საუკეთესო გუნდებთან ერთად - სლავენ ბილიჩი - ხორვატიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი

ლუკა მოდრიჩს ხორვატიის ეროვნულ ნაკრებში 202 მატჩი აქვს ჩატარებული, რომელიც ფენომენალური შედეგია.

ხორვატიას ერთა ლიგაზე მომდევნო მატჩები ჩასატარებელი აქვს მიმდინარე თვეში, 26-ში ჩეხეთთან, ხოლო 29-ში ესპანეთთან. 3 ოქტომბერს ასევე ისინი ჯერ საკუთარ არენაზე ინგლისს დაუპირისპირდებიან, შემდეგ კი 6-ში ესპანეთს მიიღებენ.