Belive

სკოტ მაკტომინეი: "კვარა ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელია, ვისთან ერთადაც მითამაშია"

4 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლის" ახალწვეულმა, სკოტ მაკტომინეიმ, ხვიჩა კვარაცხელია ყველა იმ ფეხბურთელს შორის გამოარჩია, რომელთან ერთადაც კარიერის განმავლობაში უთამაშია. რადიო CRC-თან ინტერვიუში, შოტლანდიელმა ნახევარმცველმა იტალიისა და ინგლისის ჩემპიონატებიც შეადარა და აღნიშნა, რომ სერია A გაცილებით ტაქტიკური ლიგაა.

ფიზიკურად უძლიერესი ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც მითამაშია, რომელუ ლუკაკუა, ყველაზე ტექნიკური - ხვიჩა კვარაცხელია. ყველაზე დიდი ფეხბურთელი კი, რომლის წინააღმდეგაც ვმდგარვარ ლეო მესია.

პრემიერ ლიგა და სერია A ძალიან განსხვავებულია. სერია A-ში ბევრი ტაქტიკური დეტალი უნდა იცოდე, ხვდებოდე შენს როლს გუნდში და თანაგუნდელებთან მიმართებაში. ფიზიკურად სერია A კონკურენციას უწევს პრემიერლიგას. აქ მხოლოდ ერთ პოზიციაზე არ გიწევს თამაში, უნდა ისწავლოთ ბევრი რამის კეთება და სწორი სივრცის ათვისება. - განაცხადა სკოტ მაკტომინეიმ რადიო CRC-თან

სკოტი ნაპოლის მიმდინარე სეზონის დასაწყისში, "მანჩესტერ იუნაიტედიდან" შეუერთდა. შოტლანდიელს ნაპოლის შემადგენლობში ჩატარებულ 4 თამაშში (ყველა ტურნირზე) 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.

სხვა სტატიები