Belive

სკოტ მაკტომინეი: "ჩვენ თამაში დღეს გვინდოდა, ქართველებს კი თამაშის გადადება სურდათ..."

10 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, საქართველოს ნაკრები შოტლანდიას სტუმრად დაუპირისპირდა და მატჩი ბრინტანელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" და მეორე გოლის ავტორმა - სკოტ მაკრომინეიმ, მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"პირველ წუთებში ყველა მოთამაშე ამბობდა "ჩვენ არ გვსურს მსგავს მოედანზე თამაში", მაგრამ, ჩვენი გოლის შემდეგ ქართველებმა სიტუაცია გაამწვავეს და თამაშის გაგრძელება აღარ სურდათ.

თამაშის გაგრძელების შემდეგ ჩვენ კონცენტრაცია შევინარჩუნეთ, ისინი (ქართველები) კი გაბრაზებულები იყვნენ, სწორედ ეს გახდა დღევანდელი წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.

დღეს ჩვენ თამაში გვსურდა და ნამდვილად არ გვქონდა იმის სურვილი, რომ თამაში გადადებულიყო, თუნდაც ხვალ. დღევანდელ თამაშზე ბევრი გვქონდა ნამუშავები და ჩვენი მთავარი მიზანი დღეს გამარჯვება იყო და არა ხვალ.

თამაშის წინ მოედანი გაიწმინდა, თუმცა გადაუღებელმა წვიმამ მინდორი ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო, თუმცა გაწმენდის შემდეგ თამაში ჩვეულებრივად შესაძლებელი გახდა".

შეგახსენებთ, რომ A ჯგუფში, 3 ჩატარებული ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები 4 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოდება, თუმცა უნდა ითქვას, რომ ესპანეთის ნაკრებს მესამე ტურის მატჩი სათამაშო აქვს, რის შემდეგაც შესაძლოა ცხრილში პოზიციები შეიცვალოს.

შოტლანდიის ნაკრები კი 12 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება.

სხვა სტატიები