Belive

მაქს ებერლი: "ლენარტ კარლმა გუნდს ბოდიში მოუხადა - ის არ დაისჯება"

1 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

მიუნხენის ბაიერნის 17 წლის უნიჭიერესი ფეხბურთელის ლენარტ კარლის ინტერვიუმ მსოფლიო მედია მოიცვა, როდესაც მან თავისი ოცნების კლუბ რეალ მადრიდზე ისაუბრა. გერმანელმა ფეხბურთელმა ამის შესახებ ბაიერნის გულშემატკივრებს ღიად გაუმხილა.

მის ამ განცხადებას ნეგატიური კომენტარები მოჰყვა სოციალურ ქსელში, რის გამოც 17 წლის ლენარტ კარლმა სოციალურ ქსელებში კომენტარები გათიშა, რადგან მის მიმართ ბაიერნის გულშემატკივრებისგან მუქარა და შეურაცხმყოფელი სიტყვები დაიწერა.

ამ ფაქტის შესახებ ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა - მაქს ებერლიმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ლენარტ კარლმა გუნდელებსა და მთლიან სტაფს ბოდიში მოუხადა.

"17 წლის მოზარდს შეცდომების დაშვების უფლება აქვს. მეორე დღეს ჩვენთან მოვიდა და გვითხრა: ,,ვფიქრობ, იქ რაღაც არც ისე სასიამოვნო ვთქვი.” ჩვენთვის ეს საკითხი მოგვარებულია - ეს არასდროს ყოფილა განხილვის თემა. ის ყველაფერს მოედანზე თავისი თამაშით პასუხობს.

ძალიან ვთხოვ თითოეულ გულშემატკივარს, რომ მორჩნენ სპეკულაციასა და შეურაცხყოფების მიყენებას, რადგანაც კარლი ჯერ ძალიან პატარაა, თანაც ბოდიში მთელს სტაფსა და გუნდს მოუხადა..." - მაქს ებერლი

ლენარტ კარლი აშაფენბურგის აკადემიის აღზრდილია, რის შემდეგაც ფრანკფურტის აინტრახტისა და ბაიერნის ახალგაზრდულ გუნდებშიც უასპარეზია. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2018 წელს როდესაც კარლი 10 წლის იყო მისი რეალ მადრიდის აკადემიაში გადასვლა ძალიან რეალური იყო, მაგრამ შეთანხმება არ შედგა.

ახალგაზრდა გერმანელი ფეხბურთელი ბაიერნის მთავარ გუნდს გასული წლიდან შეუერთდა და 22 შეხვედრაში უკვე მიიღო მონაწილეობა, რა დროშიც 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. მას მიუნხენურ გუნდთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს და მისი სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონ ევროს შეადგენს.

სხვა სტატიები