Belive

მანჩესტერ სიტიმ დეკლან რაისის შეძენა გადაწყვიტა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მანჩესტერ სიტიმ" გადაწყვიტა "ვესტ ჰემს" დეკლან რაისის თაობაზე ოფიციალური შეთავაზება გაუკეთოს.

აღსანიშნავია, რომ კლუბი ფეხბურთელის გარემოცვასაც დაუკავშირდა და დარწმუნდნენ, რომ რაისი მოლაპარაკებებისთვის მზად არის. აქედან გამომდინარე შეთანხმება უკვე კლუბებზეა დამოკიდებული.

მისი შეძენით “არსენალი”, “მანჩესტერ იუნაიტედი” და მიუნხენის “ბაიერნი” ინტერესდებოდნენ, თუმცა, ამ დრომდე ტრანსფერში გამოკვეთილი ფავორიტი ლონდონური კლუბი რჩებოდა. როგორც გავრცელდა ინფორმაცია, "მეთოფეები" დეკლანის თაობაზე კიდევ ერთი შეთავაზების გაკეთებას აპირებენ.

აღსანიშნავია, რომ რაისისთვის "ვესტ ჰემი" კარიერაში ერთადერთი გუნდია, სადაც უთამაშია. 24 წლის ინგლისელ ნახევარმცველი ლონდინური კლუბის შემადგენლობაში 2018 წლიდან ირიცხება და მას შემდეგ 212 მატჩი ჩაატარა, სადაც გოლით თავი 14-ჯერ გამოიჩინა.

სხვა სტატიები