Belive

სკანდალი შახტარის U19 გუნდში - ფეხბურთელი გუნდს გაეპარა და რუსეთში წავიდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე, "შახტარი" "ანტვერპენს" ესტუმრა და მატჩი უკრაინელთა გამარჯვებით 1:2 დასრულდა. 

მატჩის შემდეგ კი დიდი მოვლენები განვითარდა - კერძოდ კი, როდესაც უკრაინელები სამშობლოში ბრუნდებოდნენ, კლუბმა 19 წლის მცველი - ოლექსანდრ როსპუტკო აეროპორში დაკარგა, თუმცა მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციით, იგი რუსეთში წავიდა. 

19 წლის ფეხბურთელის გადაწყვეტილება ძალიან უცნაური აღმოჩნდა ყველასთვის, მითუმეტეს მაშინ, როდესაც უკრაინას ბოროტი სახელმწიფო უკვე წელიწადნახევარზე მეტია ებრძვის. 

ამ ფაქტის შესახებ კლუბში ერთი მთავარი ვერსია იკვეთება - ალექსანდრე როსპუტკო დროებით ოკუპირებული გორლოვკადანაა. მას ჰქონდა პრორუსული შეხედულებები და ამის ფონზე ხშირად ძალიან მწვავე კონფლიქტი მოსდიოდა თანაგუნდელებთან და კლუბის სტაფთან. არსებობს ვარაუდი, რომ როსპუტკო რუსეთის ფედერაციაში სტამბოლის გავლით წავიდა, ამის დაგეგმვაში კი მას რუსები დაეხმარნენ. 

 

ალექსანდრე როსპუტკომ უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრებში 4 მატჩი ჩაატარა. "შახტარს" ფეხბურთელის გაქცევის შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

სხვა სტატიები