"პრემიერ ლიგის თასი ყველაზე რთულად მოსაგებია" - იოშკო გვარდიოლი
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პრემიერ ლიგის 2023/2024 წლის სეზონის გამარჯვებული "მანჩესტერ სიტი" გახდა. პეპ გვარდიოლას გუნდმა ეს ზედიზედ 4-ჯერ მოახერხა, რაც ისტორიაში არც ერთხელ დაფიქსირებულა.
ამ შედეგის მიღწევაში ერთ-ერთი დიდი წვლილი მიუძღვის იოშკო გვარდიოლსაც. ხორვატი მცველი სულ რაღაც 22 წლის არის და უკვე თასების აღმართვის კარგი გამოცდილება აქვს. იოშკომ ამ შესანიშნავი მიღწევის შესახებ ისაუბრა.
ძალიან რთულია ეს შეგრძნება სიტყვებით გადმოსცე. მოხარული ვარ, რომ ამ ტიტულის აღმართვა შევძელი. პრემიერ ლიგის თასი ყველაზე რთულად მოსაგებია.
პეპი გასაოცარი მწვრთნელია. მასზე სასაუბროდ დიდი დრო დაგვჭირდება. "ვესტ ჰემთან" მატჩამდე შეხვედრა გვქონდა, სადაც ტაქტიკებზე არ გვისაუბრია. პეპმა ვიდეო ჩაგვირთო, სადაც ჩვენი გოლების კოლაჟი ჩანდა. ის განსხვავებულია და დარწმუნებული ვარ კლუბში ყველას უყვარს. - განაცხადა იოშკო გვარდიოლმა
შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ სიტის" კიდევ ერთი ინგლისური ტიტულის მოგების შანსი აქვს. "ქალაქელები" FA თასის ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედს" შეხვდებიან. მატჩი 25 მაისს 18:00 საათზე არის ჩანიშნული.