Belive

Mido: "ყველაფერი გადაწყვეტილია - სალაჰმა არაბულ კლუბთან კონტრაქტს ხელი მოაწერა..."

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ცნობილი არაბი სპორტული ჟურნალისტი - აჰმედ ჰოსამ მიდო საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. მისი ინფორმაციით, "ლივერპულისა" და ეგვიპტის ნაკრების 31 წლის შემტევმა - მოჰამედ სალაჰმა, საუდის არაბეთის ერთ-ერთ გრანდთან კონტრაქტი უკვე შეათანხმა და ახალი სეზონიდან მას არაბეთის ჩემპიონატში ვიხილავთ.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში საუდის არაბეთის პრო ლიგის გუნდების მთავარი სამიზნეები პრემიერლიგის ვარსკვლავები იქნებიან. ინფორმაციას ESPN ავრცელებს.

გარდა სალაჰისა, არაბული კლუბები კევინ დე ბრუინეს ტრანსფერზე მუშაობენ, თუმცა პირველი სამიზე 31 წლის ეგვიპტელია.

შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰი მერსისაიდული კლუბის ღირსებას 2017/2018 წლების სეზონიდან იცავს. მან დღემდე "ლივერპულის" მაისურით 333 მატჩი ჩაატარა, სადაც 205 გოლის გატანა და 89 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

სხვა სტატიები