Belive

სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია - მანჩესტერის ახალი მწვრთნელი პოჩეტინო გახდება?!

4 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მანჩესტერ იუნაიტედისა და მაიკლ კერიკის გზები იყოფა - გავლენიანი ბრიტანული მედია საშუალებები აღნიშნავენ, რომ წითელი ეშმაკები ინგლისელ მწვრთნელს უახლოეს საათებში დაემშვიდობებიან და მის პოტენციურ შემცვლელთან აქტიურ მოლაპარაკებებს მართავენ.

Sky Sports-ის მტკიცებით, მანჩესტერ იუნაიტედსა და მაურისიო პოჩეტინოს შორის, კონტრაქტის ყველა პირობა უკვე განხილულია და მხარეთა შორის სიტყვიერი შეთანხმებაც მიღწეულია. იუნაიტედი მზადაა, აშშ-ის ფეხბურთის ფედერაციას პოჩეტინოს გამოსასყიდი თანხა £7 მილიონი გადაუხადოს, რათა არგენტინელი სპეციალისტი დაუყოვნებლივ გაიფორმოს.

აღსანიშნავია, რომ მაურისიო პოჩეტინოსა და მანჩესტერ იუნაიტედს საკრარული ისტორია აკავშირებთ. მათი გზები შესაძლებელი იყო, რომ ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ მრავალჯერ გადაკვეთილიყო, მაგრამ ეს არასდროს მომხდარა.

რაც შეეხება მაიკლ კერიკს - მან მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის პოსტი 2026 წლის 13 იანვარს ჩაიბარა. მიმდინარე სეზონში კლუბის სათამაშო ფორმა ვერანაირ კრიტიკას უძლებს. პრემიერ ლიგის განვლილი 10 ტურის შემდეგ, იუნაიტედი 8 ქულით მე-18 ადგილზე იმყოფება და გასავარდნ ზონაშია.

სხვა სტატიები