Belive

კერიკმა გათავისუფლების შემდეგ გულშემატკივრებს ემოციურად მიმართა

2 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

მაიკლ კერიკმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ, კლუბსა და გულშემატკივრებს ემოციურად მიმართა. მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ნახევარმცველმა, რომელმაც გასულ სეზონში, რუბენ ამორიმის გათავისუფლების შემდეგ, გუნდში დროებითი მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავა და კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე დააბრუნა, განაცხადა, რომ ამ გუნდის ხელმძღვანელობა მისთვის, უდიდესი პატივი იყო.

კერიკმა ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა: "მქონდა უდიდესი პატივი, მეხელმძღვანელა მანჩესტერ იუნაიტედისთვის. კლუბისთვის, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. ასეთი შესაძლებლობა ძალიან ცოტას ეძლევა და ამისთვის უსაზღვროდ მადლიერი ვარ.

ამას უდიდესი პასუხისმგებლობაც ახლავს. მანჩესტერ იუნაიტედში ყოფნისას, ზუსტად უნდა გესმოდეს, რას ნიშნავს ეს: სხვა ნებისმიერ კლუბში ყოფნისგან განსხვავდება. საბოლოოდ, საუკეთესოობისკენ უნდა ისწრაფვოდე, თუმცა არსებობს კულტურა, ღირებულებები და ქცევის წესები, რომლებსაც უნდა იცავდე და პატივს სცემდე. ეს ყველაფერი დიდი ხნის განმავლობაში ყალიბდებოდა.

მანჩესტერ იუნაიტედი უნიკალური იდენტობისა და ისტორიის მქონე კლუბია. ამის უგულებელჰყოფა შეუძლებელია. სწორედ ეს იყო ჩემი ყოველდღიური შთაგონების წყაროც. მინდა, გულშემატკივრებს დიდი მადლობა გადავუხადო. უნდა გითხრათ, რომ თქვენ განსაკუთრებული და იშვიათი ადამიანები ხართ.

უბრალოდ მინდოდა, თქვენთვის რაღაც დამებრუნებინა. ეს სიყვარული არასდროს ქრება. ვიცი, ბოლო პერიოდში შედეგები ისეთი არ ყოფილა, როგორსაც ველოდით, მაგრამ თქვენგან მხოლოდ სიყვარულსა და მხარდაჭერას ვგრძნობდი მაშინაც კი, როცა ყველასთვის უფრო მარტივი, ზურგის შექცევა იქნებოდა.

ეს ერთ ან ორ გამარჯვებაზე ბევრად მეტს ნიშნავს. სწორედ ეს გხდით ისეთებად, როგორებიც ხართ. სწორედ ამის გამო შემიყვარდა, მიყვარს და მეყვარება ეს კლუბი."

სხვა სტატიები