მანჩესტერ იუნაიტედი ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა
მანჩესტერ იუნაიტედი ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მძიმე კრიზისშია - შაბათს გუნდი პრემიერლიგის გასავარდნ ზონაში აღმოჩნდა. პარალელურად, დივიზიონში დაფიქსირებულმა მოულოდნელმა შედეგმა, მაიკლ კერიკის შეგირდები რეალური საფრთხის წინაშე დააყენა: შესაძლოა, მომდევნო მატჩის დაწყებისას ისინი სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზეც კი აღმოჩნდნენ (ახლა მე-17 ადგილზე არიან).
ნოტინგემ ფორესტის მანჩესტერ სიტისთან სენსაციურმა გამარჯვებამ (3:1) „წითელი ეშმაკები“ სატურნირო ცხრილის ბოლო სამეულში გადაისროლა. მიუხედავად იმისა, რომ ეს შედეგი სიტისთვის ზედიზედ მესამე მარცხი იყო, ყველაზე მძიმე დარტყმა მაინც „ოლდ ტრაფორდზე“ იგრძნეს. 1986 წლის ნოემბრის შემდეგ პირველად ხდება, რომ იუნაიტედი მინიმუმ ცხრა ჩატარებული მატჩის შემდეგ გასავარდნ ადგილს იკავებს.
1986 წლის იმ მძიმე სეზონში კლუბი 15 ტურის შემდეგ 21-ე ადგილზე იმყოფებოდა. ამ წარუმატებელმა სერიამ რონ ატკინსონს თანამდებობა დააკარგვინა, რამაც სერ ალექს ფერგიუსონის მოსვლას გაუხსა გზა. ახლა კი, მაიკლ კერიკის ხელმძღვანელობით, კლუბმა პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე ცუდი სტარტი აჩვენა - ეს არის კრიზისი, როგორიც ბოლო 40 წლის განმავლობაში არ ყოფილა.
A legend among legends.
— Manchester United (@ManUtd) November 6, 2026
Today marks the 40 years since Sir Alex Ferguson began his glorious association with Manchester United ❤️ pic.twitter.com/E6anjZtHQu