Belive

სიტი საშინაო მოედნის რეკონსტრუქციისთვის £300 მილიონს დახარჯავს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ სიტი" საშინაო მოედნის განახლებას გეგმავს. როგორც კლუბის წარმომადგენლები ამბობენ, "ეტიჰად სთეიდიუმის" ტევადობა გაიზრდება და 60, 000-ზე ოდნავ მეტ გულშემატკივარს დაიტევს.

გეგმაში სტადიონის ჩრდილოეთ ტრიბუნის რეკონსტრუქციაა გაწერილი, რაც საშუალებას იძლევა კიდევ 7,000-მა მაყურებელმა შეძლოს მატჩის ყურება. ასევე მოედანზე აშენდება კომპლექსი, რომელშიც კლუბის მაღაზია, მუზეუმი და სასტუმრო იქნება განთავსებული.

სოციალურ ქსელში გავრცელდა პროექტის ფოტოებიც, რომელიც მნახველის ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს.

აღსანიშნავია, რომ "მანჩესტერ სიტის" "ეტიჰად სთეიდიუმის" რეკონსტრუქცია £300 მილიონი დაუჯდება.

სხვა სტატიები