დეკო: "ვიტორ როკეზე მთელი გუნდი დიდ იმედებს ამყარებს"
"ბარსელონას" სპორტული დირექტორი დეკო ვიტორ როკეს ტრანსფერის მიმართ ძალიან პოზიტიურად არის განწყობილი. პორტუგალიელის თქმით, მასზე დიდ იმედებს ამყარებენ. შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად კატალონიელებს მისი შეძენა იანვარში სურდათ, თუმცა, გარკვეული რეგულაციების გამო ვერ მოახერხეს. დეკოს მტკიცებით, "ბარსელონას" აქვს შანსი, რომ ბრაზილიელი იანვარშივე დაიმატოს.
ჩვენ ყველას გვსურს, რომ ის "ბარსელონაში" მალე გადმოვიდეს. თავდაპირველი მოლაპარაკებების შედეგად როკეს დამატებას მხოლოდ იანვრის შემდეგ შევძლებდით. ასეთი იყო "ატლეტიკო პარანაენსეს" პირობა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ტრანსფერი შედგეს. ლა ლიგამ გარკვეული საკითხები შეცვალა, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ ეს ტრანსფერი იანვარში შედგეს. მსგავსი მოთამაშის ნახვა ძალიან რთულია. მას დიდი პოტენციალი აქვს იმისთვის, რომ მსოფლიოში საუკეთესო გახდეს. მეც, ხავიც და მთელი გუნდი მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ. - განაცხადა დეკომ RAC1-თან საუბრისას
🔵🔴 Barça director Deco: "We all want Vitor Roque to come as soon as possible. He's my bet, Xavi's bet and club's bet".
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) November 14, 2023
"We are doing everything to have him in January, we know the regulations of La Liga. They've made some changes that can help us...", told RAC1. pic.twitter.com/8d6cc29ffp
18 წლის ბრაზილიელი ფორვარდი "ბარსელონაში" გადასვლას 2024 წლის ზაფხულისთვის დათანხმდა. როკეს ტრანსფერის ღირებულება საბოლოო ჯამში 61 მილიონ ევროს შეადგენს. როგორც ჩანს, მიმდინარე მოვლენების მიხედვით, როკეს "ბარსელონაში" უფრო ადრე ვიხილავთ.
18 წლის შემტევმა მიმდინარე სეზონში "ატლეტიკო პარანაენსეს" მაისური 42-ჯერ მოირგო. ახალგაზრდა ფეხბურთელმა 20 გოლისა და 8 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.