Belive

"მის გვერდით თამაშის შემეშინდებოდა" - იან რაიტი ონანაზე

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იან რაიტმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე ანდრე ონანა გააკრიტიკა და თქვა, რომ მის გვერდით თამაშის შეეშინდებოდა.

კამერუნელი მეკარე "ინტერიდან" "წითელ ეშმაკებში" 47 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა. ონანა გუნდში დავიდ დე ხეას ნაცვლად მივიდა, თუმცა, ესპანელი მეკარის სრულიად ჩანაცვლება ვერ შეძლო. 27 წლის კარის დარაჯი ძალიან არადამაჯერებელია და ბევრ შეცდომას უშვებს. სწორედ ამის გამო გააკრიტიკა "არსენალის" ლეგენდამ იან რაიტმაც.

საბედნიეროდ, მას ძლიერი მენტალიტეტი აქვს. ასეთი შეცდომების შემდეგ დაბრუნება რთულია. არა როგორც "მანჩესტერის" გულშემატკივარს, მე მისი არადამაჯერებლობა მაშინებს. თუ ორს გაიტან, მაინც ნერვიულობ იმაზე, რომ სამი არ გაუშვა. მის გვერდით თამაშის შემეშინდებოდა. - განაცხადა იან რაიტმა

სხვა სტატიები