Belive

სიტი, ნიუკასლი, კლივლენდი - ტოპ 10 ყველაზე მდიდარი ადამიანი, რომელიც სპორტულ კლუბს ფლობს

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
არავისთვის მოულოდნელობას არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ წარმატებული სპორტული კლუბის ფლობა, რომელიც მაღალ დონეზე ასპარეზობს, საკმაოდ დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული. გასული წლის ოქტომბერში, საუდის არაბეთის პრინცმა, რომლის ქონება £13.5 მილიარდადაა შეფასებული "ნიუკასლი" შეიძინა. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ ლიგის ბინადარი კლუბის ახალი მეპატრონეს სოლიდური კაპიტალი აქვს, სპორტული კლუბების მფლობელი ყველაზე მდიდარი ადამიანების ათეულში, მოჰამედ ბინ სალმანი უკანასკნელ ადგილს იკავებს. 2022 წელს, OLBG-მ გამოავლინა ტოპ 10 ყველაზე მდიდარი ადამიანი, რომელიც სპორტულ კლუბს ფლობს 1. სტივ ბალმერი - "ლოს ანჯელეს კლიპერსი" - £72.8 მილიარდი 2. მუკეშ ამბანი - "მუმბაი ინდიანსი" - £72 მილიარდი 3. კარლოს სლინი - "რეალ ოვიედო" - £61.5 მილიარდი 4. დევიდ ტომსონი - "ვინიპეგ ჯეტსი" და "მანიტობა მუსი" - £38.4 მილიარდი 5. ფრანსუა პინო - "რენი" - £33 მილიარდი 6. დიტრიხ მატეშიტზი - "რედ ბული", "ლაიპციგი" - £21.6 მილიარდი 7. შეიხი მანსური - "მანჩესტერ სიტი" - £17.4 მილიარდი 8. დენიელ გილბერტი - "კლივლენდ კავალიერსი" - £16.4 მილიარდი 9. ანა და სტენლი კროენკე - "არსენალი" - £15 მილიარდი 10. მოჰამედ ბინ სალმანი - "ნიუკასლი" - £13.6 მილიარდი

სხვა სტატიები