Belive

FourFourTwo-მ მანჩესტერ სიტის ისტორიაში ყველაზე ცუდი ტრანსფერები დაასახელა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ბრიტანული გამოცემის, FourFourTwo-ს ვერსიით, ,,მანჩესტერ სიტის'' ისტორიაში ყველაზე ცუდი ელიაკიმ მანგალას ტრანსფერია, რომლის სანაცვლოდაც ,,ქალაქელებმა'' ,,პორტუს'' 2014 წელს 45 მილიონი ევრო გადაუხადეს

,,მანგალამ ჩელსის წინააღმდეგ პრემიერლიგის სადებიუტო შეხვედრაში კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მაგრამ, მას შემდეგ მისი საქმე ცუდად წავიდა და მალევე ვალენსიაში იჯარით გაუშვეს. მასში გადახდილი 45 მილიონი ისეთი დიდი რესურსების მქონე გუნდისთვისაც კი, როგორიც მანჩესტერ სიტია, უზარმაზარი თანხა იყო. - წერს FourFourTwo
Eliaquim Mangala Leaves Manchester City

ათეულში მეორე ადგილს ვილფრიდ ბონი იკავებს, რომლისთვისაც პრემიერლიგის პირველი გუნდი ,,სუონსი'' იყო, სადაც ,,ვიტესში'' ჩატარებული ფანტასტიკური სეზონის შემდეგ (36 მატჩში 37 გოლი) გადავიდა.

2015 წელს ,,სიტის'' კოტ-დ'ივუარელი თავდამსხმელის ტრანსფერი 32 მილიონი ევრო დაუჯდა, მან კი ამ გუნდის მაისურით პრემიერლიგაში მხოლოდ 6 გოლი გაიტანა.

მეოთხე პოზიციაზე ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ჟოა, რომელიც ,,სიტიმ'' მოსკოვის ,,ცსკა-დან'' იმდროისთვის გუნდის სარეკორდო თანხად - 19 მილიონ ფუნტად იყიდა. როგორც აღმოჩნდა, მანჩესტერელებს ჟოს მიერ გატანილი თითო გოლი 3 მილიონი ფუნტი დაუჯდათ, რადგან ბრაზილიელმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 42 მატჩში მეტოქის კარი მხოლოდ 6-ჯერ აიღო.

FourFourTwo - 10 ყველაზე ცუდი ტრანსფერი ,,სიტის'' ისტორიაში:

  1. ელიაკიმ მანგალა - პორტუდან 2014 წელს

  2. ვილფრიდ ბონი - სუონსიდან 2015 წელს

  3. ჯეკ როდუელი - ევერტონიდან 2012 წელს

  4. ბენჟამინ მვარუვარი - პორთსმუთიდან 2008 წელს

  5. ჟო - ცსკა-დან 2008 წელს

  6. ბენჟამენ მენდი - მონაკოდან 2017 წელს

  7. მარტინ დემიჩელისი - ატლეტიკოდან 2013 წელს

  8. როკე სანტრა კრუზი - ბლექბერნიდან 2009 წელს

  9. გეორგიოს სამარასი - ჰეერენვენიდან 2006 წელს

  10. ჯერომ ბოატენგი - ჰამბურგიდან 2010 წელს

სხვა სტატიები