1961 წლის შემდეგ პირველად... | მაიკ მენიო მილანის ახალი კაპიტანია
მილანს 2025/2026 წლების სეზონში ახალი კაპიტანი ეყოლება და ეს მეკარე, 30 წლის ფრანგი მეკარე - მაიკ მენიო იქნება.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მენიო 1961 წლის შემდეგ, პირველი არაიტალიელი ფეხბურთელია, რომელიც მილანს უკაპიტნებს - ბოლოს, მილანის არაიტალიელი კაპიტანი, შვედი - ნილს ლიდჰოლმი იყო, რომელიც მილანს 1956-1961 წლებში კაპიტნობდა.
🚨 Mike Maignan will be the captain of AC Milan next season, the first non-Italian captain of the club since 1961. 🇫🇷❤️🖤
— Football Tweet ⚽ (@Football__Tweet) July 23, 2025
🗞️ @Gazzetta_it pic.twitter.com/E6BlNsveQR
შეგახსენებთ, რომ მილანის მთავარმა კაპიტანმა - დავიდე კალაბრიამ კლუბი ოფიციალურად დატოვა (2022-2025 წლებში კაპიტანი), რის შემდეგაც კაპიტანი ფრანგი მეკარე გახდა.
მაიკ მენიო მილანში 2021/2022 წლების სეზონიდან თამაშობს, რა პერიოდშიც მან 163 მატჩის ჩატარება შეძლო, სადაც 59-ჯერ კარი მშრალად შეინახა.
30 წლის ფრანგმა მეკარემ მილანთან ერთად 2021/2022 წლებში იტალიის ჩემპიონატი მოიგო, სწორედ ამ სეზონში იგი სერია A-ს საუკეთესო მეკარედ დასახელდა. 2024/2025 წლებში კი იგი იტალიურ გრანდთან ერთად იტალიის სუპერ თასის გამარჯვებულ გახდა.