სიტი და ლივერპული ჯამალ მუსიალას ტრანსფერისთვის იბრძოლებენ
პრემიერ ლიგის გრანდები, კერძოდ კი "მანჩესტერ სიტი" და "ლივერპული" 21 წლის გერმანელი ფეხბურთელის - ჯამალ მუსიალას ტრანსფერით სერიოზულად ინტერესდებიან.
გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნმა" ჯამალ მუსიალას სეზონის ბოლოს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, თუმცა 21 წლის შემტევმა ახალი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა (კვირაში £150 000 ფუნტი) და სავარაუდოა, რომ იგი კლუბის დატოვებაზე ფიქრობს.
მისი გადაბირებით კი "სიტი" და "ლივერპული" ინტერესდებიან და პრემიერ ლიგის გრანდები მზად არიან, რომ მასში მინიმუმ £80 მილიონი ფუნტი გადაიხადონ.
ასევე ითქვა, რომ "სიტის" მესვეურები სულ უფრო და უფრო დარწმუნებულები არიან, რომ 21 წლის ფეხბურთელს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დაიმატებენ.
შეგახსენებთ, რომ ჯამალ მუსიალა მიუნხენის "ბაიერნის" ღირსებას 2019/2020 წლების სეზონიდან იცავს და ამ პერიოდის განმავლობაში, მას "რეკორდმაისტერის" მაისურით 153 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 40 გოლის გატანა და 27 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.
მან მიუნხენურ გრანდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის, 4-ბუნდესლიგის, უეფას სუპერ თასისა და გერმანიის სუპერ თასის 3-ჯერ მოგება შეძლო.