მიკელ მერინო: "ის რაც არსენალის ვარჯიშებზე ვნახე, ჩემს კარიერაში არასდროს მინახავს"
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მოქმედმა ევროპის ჩემპიონმა და "არსენალის" ახალწვეულმა - მიკელ მერინომ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში "პსჟ"-ს წინააღმდეგ სადებიუტო მატჩი ჩაატარა. იგი მოედანზე 64-ე წუთზე შემოვიდა და მატჩის ბოლომდე ითამაშა.
მატჩის დასრულების შემდეგ, 28 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა ლონდონურ კლუბში სადებიუტო მატჩზე და ზოგადად ამ კლუბის შესახებ ისაუბრა.
"არსენალში გადმოსვლისთანავე პირველივე ვარჯიშზე მივხვდი, რომ უძლიერეს გუნდში მოვხვდი, აქ ყველაფერი აბსოლუტურად სხვანაირადაა, ვიდრე ჩემს ყოფილ კლუბში.
პირველივე ვარჯიშზე მივხვდი, თუ რამხელა სხვაობაა სხვადასხვა კლუბებს შორის. არსენალის პირველი ვარჯიში იყო ურთულესი, გულწრფელად რომ გითხრათ ეს არის რაღაც საოცარი.
ისინი აკეთებენ ისეთ რაღაცებს, რაც ჩემს კარიერაში არასდროს მინახავს. მეთოდები, რომლებსაც ისინი იყენებენ, ჩემთვის სრულიად ახალია, ამიტომ ადაპტაციას გარკვეული დრო სჭირდება.
ამავდროულად ვფიქრობ, რომ როცა ასეთი სახის ვარჯიშებს ატარებ, რაღაცა დროის შემდეგ ეს ყველაფერი გეხმარება და სხვა დონეზე ხარ, რადგან ყოველი შემდეგი ვარჯიში შენთვის გამოწვევაა. რაც ყველაზე მეტად მომეწონა არის ის, რომ ვარჯიშები მხოლოდ ფიზიკურ სახეს არ ატარებს, არამედ გონებრივადაც ბევრს ვმუშაობთ, ეს კი გაიძულებს მოედანზე იყო გონებრივად მკვეთრი.
არ მინდა, ყველა ვარჯიშის შესახებ ვისაუბრო, მაგრამ პირველსა და მეორე ვარჯიშს შორის მოსვენებისა და ამოსუნთქვის საშუალება არ გვეძლევა.
ამ ყველაფერთან ერთად, ევროპის ჩემპიონობამ ჩემს კარიერაში უდიდესი წვლილი შეიტანა და ეს ტიტული დამეხმარა იმაში, რომ კიდევ უფრო გავძლიერებულიყავი. უკვე ვგრძნობ, რომ ამ 4 კვირის განმავლობაში ბევრად უფრო ძლიერი და დახვეწილი ფეხბურთელი გავხდი, ვიდრე აქამდე ვიყავი.
ბედნიერი ვარ არსენალში ყოფნით და ვგონებ, რომ ჩემი კარიერის საუკეთესო წლები სწორედ ამ კლუბს მიეძღვნება" - მიკელ მერინო
შეგახსენებთ, რომ მიკელ მერინო "არსენალს" სამშობლოდან, კერძოდ კი "რეალ სოსიედადიდან" შეუერთდა. ლონდონელებმა 28 წლის ფეხბურთელში 37.5 მილიონ ევრო გადაიხადეს.