'სირცხვილი თქვენ' - ანტონიო კონტე მსაჯებზე ისევ გაცოფდა
იტალიის სერია A-ს მეოცე ტურში ინტერმა ნაპოლი მიიღო და შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. ნაპოლიმ ჩემპიონატში ზედიზედ მეორედ ითამაშა ერთნაირი ანგარიშით (2:2 დასრულდა ვერონასთან, 'მარადონაზე' ჩატარებული შეხვედრაც).
ქულების დაკარგვის გამო, ნაპოლი ლიდერ ინტერს უკვე 4 ქულით ჩამორჩება, მეორეადგილოსან მილანთან კი სხვაობა 1 ქულაა.
ინტერთან შეხვედრას, 'ემოციონესთვის' (ანტონიო კონტეს მეტსახელი) ზედმეტი ემოციების გარეშე არ ჩაუვლია. მაშინ, როცა ანგარიში 1:1 იყო, 71-წუთზე, ინტერს პენალტი დაუნიშნეს, რაზეც ანტონიო კონტემ ბრაზი ვერ დამალა და მეოთხე არბიტრს 'შეუტია'. იტალიელი მსაჯს უყვიროდა, რომ ეპიზოდის ასეთი განსჯა სირცხვილია და წლის ბოთლს ფეხიც მიაყოლა.
I’m feelin da same anger as Antonio Conte afta Napoli concedes that penalty. 😡 pic.twitter.com/kRAo5DIEuQ
— Tony Baccala (@TonyBaccalaNY) January 11, 2026
მთავარი მსაჯი იძულებული გახდა კონტესთვის წითელი ბარათი ეჩვენებინა და გაეძევებინა. ნაპოლის მწვრთნელს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. კონტე არ გამოცხადდა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზეც.
იტალიელის გუნდი ოთხშაბათს საღამოს პარმას მასპინძლობს, შაბათს კი სასუოლოს ესტუმრება. კონტემ ნაპოლიში მეორე სეზონი დაიწყო და იტალიის მოქმედი ჩემპიონია.
Antonio Conte was shown a red during Napoli vs. Inter 🟥 pic.twitter.com/kNUj9FwI4K
— B/R Football (@brfootball) January 11, 2026