Belive

ინტერი და ლივერპული კურტის ჯონსის ტრანსფერზე შეთანხმდნენ

3 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

კურტის ჯონსის ინტერში გადასვლას უკვე აღარაფერი უშლის ხელს. ლივერპული და სერია ა-ს მოქმედი გამარჯვებული, ინგლისელთან დაკავშირებით, 35 მილიონი ევროს ღირებულების ტრანსფერზე შეთანხმდნენ. ლივერპულმა, ნახევარმცველის სანაცვლოდ, ფიქსირებულად, 30 მილიონი ევროსა და დამატებით, 5 მილიონი ევროს ღირებულების შეთავაზება მიიღო.

25 წლის ფეხბურთელი, იტალიაში ხუთშაბათს გაემგზავრება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის. გარდა ამისა, ეს შეთანხმება, ლივერპულის სასარგებლოდ, ფეხბურთელის გაყიდვის შემდეგ, 10%-იან წილსაც ითვალისწინებს.

ივნისში, ლივერპულმა, ინტერის 25 მილიონი ევროს შეთავაზება უარჰყო. მერსისაიდელები ინგლისელ ფეხბურთელს 35 მილიონად აფასებდნენ. ინტერი, ჯონსით, ჯერ კიდევ, იანვარში დაინტერესდა და სურდა, ფეხბურთელი იჯარით აეყვანა და შემდგომში გამოესყიდა, მაგრამ ლივერპულმა, ეს წინადადება მაშინვე უარჰყო.

ჯონსის დებიუტი, ლივერპულში, 2019 წელს, იურგენ კლოპის მეთაურობით შედგა. ინგლისელმა, მერსისაიდულ კლუბში 228 შეხვედრა ჩაატარა. გასულ სეზონში, მან, ყველა ტურნირზე, 49 მატჩში ითამაშა, თუმცა პრემიერ ლიგაში, მხოლოდ 18 შეხვედრა დაიწყო ძირითად შემადგენლობაში და არნე სლოტის ხელმძღვანეოლობის პერიოდში, , ნახევარდაცვაში, სტაბილური ადგილი ვერ დაიმკვიდრა.

ჯონსი, ლივერპულის აკადემიას 9 წლის ასაკში შეუერთდა და როგორც ცნობილია, კარიერაში, ახალი გამოწვევებისთვის მზადაა. ინტერმა, ამ ზაფხულს, ჯონ სტოუნსისა და ჯედ სპენსის სახით, ორი ინგლისელი ფეხბურთელი უკვე დაიმატა. უდიდესი ალბათობით კი, კურტის ჯონსი, უახლოეს მომავალში, ამ სიას, სამამდე გაზრდის.

სხვა სტატიები