პარიზში ქაოსისთვის ემზადებიან - ქალაქში მაღაზიებთან ბარიკადები აღმართეს
1 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
დღეს, მიმდინარე საკლუბო ფეხბურთის დამაგვირგვინებელი შეხვედრა, ჩემპიონთა ლიგის ფინალი, არსენალსა და პსჟ-ს შორის გაიმართება. თამაში ბუდაპეშტში, უნგრეთის დედქალაქში ჩატარდება, თუმცა პარიზშიც განსაკუთრებული მზადებაა.
პარიზი პოტენციური ქაოსისთვის ემზადება: პსჟ-არსენალის მატჩის წინ, ბიზნესების გარშემო დამცავი მექანიზმები მონტაჟდება. მაღაზიების ვიტრინები ან გისოსებში ჩასვეს, ან მათ წინ ბარიკადები აღმართეს. საქმე ისაა, რომ პარიზს ცუდი გამოცდილება აქვს, როცა საქმე მათი ქალაქისთვის ემოციურ საკითხებს ეხება - მიუხედავად იმისა, დამარცხდება თუ მოიგებს პსჟ, ქალაქში ძარცვასა და მარადიორობასაც ელიან - ასეთი შემთხვევები დაფიქსირდა წინა წელსაც, როცა პსჟ-მ ფინალში ინტერი დაამარცხა (5:0).