Belive

,,სირბილს არ ვაპირებ'' - რონალდინიომ ბულიტის შესრულებაზე უარი თქვა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გუშინ Kings League-ში რონალდინიოს დებიუტი შედგა, რომელმაც ,,პერსინიოსის'' შემადგენლობაში ,,პიოს'' წინააღმდეგ ითამაშა.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 0:0 დასრულდა, ამიტომ გამარჯვებულის გამოსავლენად ,,ბულიტების'' სერია დაინიშნა.

მსაჯმა რონალდინიოს ბულიტის შესრულების წესები აუხსნა, რაზეც ბრაზილიელმა უპასუხა: ,,სირბილის არ ვაპირებ, სხვებმა ირბინონ.''

გაუჩოს სიტყვებმა არბიტრი და კომენტატორები გაამხიარულა, თუმცა მისი გუნდი ,,პიოსთან'' 1:3 დამარცხდა.

სხვა სტატიები