Belive

რონალდინიო: "ბრაზილიის ნაკრებში უმრავლესობა საშუალო დონისაა"

4 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბოლო მატჩში, ბრაზილია არგენტინასთან 4:1 განადგურდა და კიდევ ერთხელ დაადასტურა გავრცელებული მოსაზრება, რომ ამ ფორმაციის ბრაზილიის ნაკრები ერთ-ერთი ყველაზე უარესია ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ მუნდილზე მათ მოხვედრას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, თამაშის ხარისხი და ისტორიაში უპრინციპულეს მეტოქესთან უსუსური გამოსვლა სამშობლოში "სირცხვილად" შერაცხეს. მატჩს ლეგენდარული რონალდინიოც გამოეხმაურა და საკუთარი ქვეყნის ნაკრები მწვავედ გააკრიტიკა.

ეს სამწუხარო მომენტია მათთვის, ვისაც უყვარს ბრაზილიური ფეხბურთი. ძნელია იპოვო ძალა ბრაზილიის თამაშების საყურებლად.

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გუნდი მრავალი წლის განმავლობაში, მას აკლია მკაფიო ლიდერები, მოთამაშეების უმრავლესობა მხოლოდ საშუალო დონეს აკმაყოფილებს.

ფეხბურთს ბავშვობიდან ვუყურებდი, დიდი ხნით ადრე მეგონა, რომ ფეხბურთელი გავხდებოდი, ბრაზილიის ნაკრებში ასეთი ცუდი მდგომარეობა, როგორიც ახლაა, არასდროს მინახავს.

ფეხბურთელებს აკლიათ სამშობლოს სიყვარული და რაც მთავარია, აკლიათ ვნება ყველაზე მთავარის მიმართ - ფეხბურთის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენი თამაში იყო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამ, რაც კი ოდესმე მინახავს - განაცხადა რონალდინიომ

2019 წლის შემდეგ, ბრაზილიამ და არგენტინამ 5-ჯერ ითამაშეს, სელესაოს არცერთი შეხვედრა არ მოუგია (4 მარცხი და 1 ფრე). სამხრეთ ამერიკის საკვალიფიკაციო ჯგუფში, საიდანაც მუნდიალზე გამსვლელი ნაკრებები ირკვევა, მხოლოდ არგენტინამ გაინაღდა ძირითად ეტაპზე თამაში, მეორეზე ეკვადორია 23 ქულით, ურუგვაი, ბრაზილია და პარაგვაი კი თანაბარი 21 ქულით მე-3/მე-5 ადგილებს ინაწილებენ.

სხვა სტატიები