Belive

ვეტერანების მსოფლიო ჩემპიონატს ნიუკასლის სტადიონი უმასპინძლებს

1 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ზაფხულში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის თამაშებს, რომელშიც მონაწილეობას რონალდინიო, რიო ფერდინანდი, მეზუთ იოზილი და სხვა 35 წელზე მეტი ასაკის ვარსკვლავები მიიღებენ, პირველად ნიუკასლი და "სენტ ჯეიმს პარკი" უმასპინძლებს.

Daily Mail-ის თანახმად, სენტ ჯეიმს პარკს შვიდივე თამაშის მასპინძლობის უფლება მიენიჭება მას შემდეგ, რაც შეჯიბრის ორგანიზატორებმა, Elite Player Group-მა გამართა მოლაპარაკებები პრემიერ ლიგის კლუბთან და ადგილობრივ საბჭოსთან. ტურნირზე რვა ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი იბრძოლებს: ინგლისი, არგენტინა, ბრაზილია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ურუგვაი და ესპანეთი. წესების მიხედვით, მოთამაშეები უნდა იყვნენ 35 წლის ზემოთ, ნაკრებში 1 მატჩი მაინც უნდა ჰქონდეთ ჩატარებული ან მინიმუმ 100 მატჩი უმაღლეს ჩემპიონატში, რომ ტურნირზე თამაშის უფლება მიიღონ.

კაპიტნები უკვე გამოცხადდნენ, ინგლისის ლიდერი სტივ მაკმანამანი იქნება, "ლესტერის" და მილანის "ინტერის" ყოფილი ნახევარმცველი, ესტებან კამბიასო არგენტინას უკაპიტნებს, ემერსონი კი მსოფლიო ჩემპიონატის ხუთგზის გამარჯვებულ ბრაზილიას. "მიდლსბროს" ყოფილი ვარსკვლავი კრისტიან კარემბუ საფრანგეთის კაპიტანი იქნება, კევინ კურანი გერმანიის, ხოლო იტალიას მარკო მატერაცი გამოიყვანს მინდორზე. საბოლოოდ, მადრიდის "რეალის" ყოფილი მცველი მიჩელ სალგადო ესპანეთის ნაკრების კაპიტანი იქნება, ხოლო დიეგო ლუგანო ურუგვაის სამკლაურს მოირგებს.

მეოთხედფინალები 4 და 5 ივნისს იგეგმება, ნახევარფინალები 8 ივნისს, ხოლო ფინალი 11 ივნისს გაიმართება.

სხვა სტატიები