Belive

სიმონე ინძაგი: "ძალიან კმაყოფილი ვარ - ბიჭები დაფრინავდნენ და თამაშში გონება და გული ჩადეს"

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩში გამართულ დერბი დელა მადონინაში გამარჯვების (2:0) შემდეგ, "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი გუნდის ფეხბურთელები მატჩს მაქსიმალური კონცენტრაციით მიუდგნენ.

"ძალიან კმაყოფილი ვარ. არაჩვეულებრივი პირველი ტაიმი ჩავატარეთ. შეგვეძლო ორზე მეტი გოლი გაგვეტანა, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში შესანიშნავი მატჩი იყო.

ბიჭები თამაშობდნენ თავიანთი გულითა და ტვინით, დაფარავდნენ მოედნის ყველა ნაწილში. მათაც კი, ვინც შეცვლაზე შევიდნენ, თავისი წვლილი შეიტანეს. ჩვენ ბედნიერები ვართ, მაგრამ მაინც გვაკლია სიმშვიდე. 72 საათში ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი "სასუოლოსთან" სერია A-ში. მოგვიწევს ფიზიკური და გონებრივი ენერგიის აღდგენა, რადგან ასეთ მატჩებში ბევრს ხარჯავ.

წინ ვართ, ახლა საპასუხო მატჩი სახლში იქნება, სადაც ჩვენი გულშემატკივრები უმრავლესობაში იქნებიან. ჩვენ ვიცით, რომ ჯერ კიდევ დიდი ძალისხმევა გვჭირდება, სანამ ოცნებას დავიწყებთ", - თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.

გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა "სან სიროზე" 16 მაისს გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები