Belive

იტალიური მედია: მილანი გიორგი მიქაუტაძის დამატებით ინტერესდება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიური მედია საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს - საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე შემდეგ სეზონში შესაძლოა მსოფლიო ფეხბურთის გრანდში, "მილანში" აღმოჩნდეს.

footmercato.net-ის ცნობით, "როსონერი" მზადაა, რომ 22 წლის ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადოს. ირკვევა, რომ "შავ-წითლები" ქართველი ფეხბურთელისთვის ბრძოლაში აქტიურად არიან ჩაბმულები და სერიოზული წინსვლაც აქვთ. წყარო იმის შესახებაც წერს, რომ მიქაუტაძეს უშუალოდ ტექნიკური დირექტორი პაოლო მალდინი რამდენჯერმე ესაუბრა.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიქაუტაძის დამატება პრემიერ ლიგის ზედა ათეულის წარმომადგენელ კლუბებს სურთ.

"მეცის" ქართველ თავდამსხმელს, რომელიც 23 გატანილი გოლით, საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირია, 2022/23 წლების სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ მატჩში 38 მატჩში 24 გოლი და 9 საგოლე პასი აქვს.

სხვა სტატიები