სიმეონე: ,,ყოველთვის კარგია, როცა გვერდით კვარა გყავს''
11 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ნაპოლის'' თავდამსხმელმა, ჯოვანი სიმეონემ, ,,ფიორენტინასთან'' გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა.
არგენტინელს მატჩის წინ, კვარასთან ერთად თამაშზეც ჰკითხეს:
,,აქ იმიტომ ვთამაშობთ, რომ იტალიის ჩემპიონები ვართ. ცხადია, ეს ტურნირი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ბოლომდე დავიხარჯებით!
რთული მატჩი გველის, ფიორენტინა ძალიან კარგი გუნდია, რომელიც მიმდინარე სეზონში შესანიშნავად ასპარეზობს. ამ მომენტში მთავარი გუნდური სულისკვეთებაა და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრი საჭირო არ არის.
კვარასთან თამაშზე - ვეცდები, გავაკეთო ის, რასაც მწვრთნელი დამავალებს... ყოველთვის კარგია, როცა გვერდით კვარაცხელია გყავს. - ჯოვანი სიმეონე
იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში ,,ნაპოლი'' ,,ფიორენტინას'' შეხვდება. მატჩი ხვალ გაიმართება და 23:00 საათზე დაიწყება.
მეორე ნახევარფინალურ წყვილში ერთმანეთს ,,ინტერი'' და ,,ლაციო'' ხვდებიან.