სიმეონე პსჟ-ბაიერნზე: ,,როცა თამაში 5:4 სრულდება, ყველა ამბობს - რა მშვენიერი მატჩია, მე კი ვიტყოდი, რომ 5 გოლი გაგვიტანეს''
4 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, არსენალთან გამართულ მატჩზე ისაუბრა.
არგენტინელ სპეციალისტს ჟურნალისტებმა პსჟ-სა და ბაიერნის შეხვედრაზეც ჰკითხეს:
,,არსენალი საოცარი გუნდია, მათ ჩემპიონთა ლიგაზე 10 მატჩი მოიგეს და 3 ფრედ დაასრულეს. პირველი ტაიმი თანაბარი იყო - შესაძლოა, ბურთს ისინი უფრო მეტად ფლობდნენ, თუმცა ბევრი შანსი არ შეუქმნიათ. მათ ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ, როდესაც მატჩში შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელები ჩაერთვნენ, ისინი ძირითადის მოთამაშეებზე უკეთესადაც კი გამოიყურებოდნენ. მიუხედავად ამისა, მეორე ტაიმში ჩვენ მათზე უკეთ ვითამაშეთ
ჩვენი სტადიონი? დღევანდელი დღე დაუჯერებელი იყო. იშვიათად გვინახავს ისეთი ენთუზიაზმი, როგორიც მატჩის დასაწყისში ვიგრძენით. ჩვენი ყველა გულშემატკივარი საპასუხო შეხვედრას ვერ დაესწრება, მაგრამ მათი გულები ჩვენთან იქნება.
პსჟ-ბაიერნი? როდესაც თამაში 5:4 სრულდება, ყველა ამბობს: ,,რა მშვენიერი მატჩია...'' მე კი ვიტყოდი: 5 გოლი გაგვიტანეს. არ ვიცი, რამდენად კარგია ასეთი თამაში ჩვენთვის, მწვრთნელებისთვის, თუმცა ტელევიზორიდან საყურებლად, რა თქმა უნდა, საუცხოო იყო.'' - დიეგო სიმეონე
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი ატლეტიკოსა და არსენალს შორის ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა სამშაბათს, 5 მაისს, ლონდონში გაიმართება.
Diego Simeone sees the PSG - Bayern game differently, he told Di Marzio 💬 pic.twitter.com/uR8WxmfGQv
— 433 (@433) April 29, 2026