Belive

გვარდიოლა: "სიტუაციას ჩვენ აღარ ვაკონტროლებთ"

6 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მანჩესტერ სიტის მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა იმედგაცრუებულია იმის გამო, რო პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლაში, საკუთარ ბედს ვეღარ აკონტროლებს. ევერტონთან სტუმრად, 3:3 დასრულებული მატჩის შემდეგ, სიტი ლიდერ არსენალს ხუთი ქულით ჩამორჩება, 'მეთოფეებს' ახლა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური და მათემატიკური უპირატესობა აქვს. მანჩესტერელებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული და საუკეთესო შემთხვევაში, არსენალი მათზე 2 ქულით წინაა.

ძალიან კარგი თამაში იყო. პირველი ტაიმი შესანიშნავად ჩავატარეთ. მათი ფიზიკურობის გამო, ძალიან რთული იყო მეორე ტაიმში ჩართვა. ჩვენ ვერ ვაკონტროლებდით სიტუაციას და მას შემდეგ, რაც გოლი გავუშვით, ისინი დაბრუნდნენ და ნამდვილი ინგლისური თამაში აჩვენეს.

დუელებში ძალიან აგრესიულები იყვნენ. საერთო ჯამში, ჩვენ ნამდვილად კარგი თამაში ვაჩვენეთ. ეს წაგებაზე უკეთესია, მაგრამ, რა თქმა უნდა, გამარჯვება ჯობდა. ამ შეხვედრის ფრედ დასრულება უბრალოდ იმას აჩვენებს, რომ ბოლო წამამდე ვიბრძვით.

ახლა, ინიციატივა ჩვენს ხელში აღარაა და მეტოქეზე ვართ დამოკიდებული. - განაცხადა პეპ გვარდიოლამ

არსენალს, პრემიერ ლიგის ბოლომდე, 3 მატჩის ჩატარება დარჩა, ხოლო სიტის - 4. იმ შემთხვევაში, თუ გუნდები 38 ტურს თანაბარი ქულებით დაასრულებენ, პრიორიტეტი გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობას მიენიჭება. ამ დროისთვის, არსენალს უკეთესი ბალანსი აქვს (+4).

სხვა სტატიები