Belive

სილვიო ბერლუსკონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მილანის" ყოფილი პრეზიდენტი და იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბერლუსკონი მილანის სან რაფაელეს საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ის ბოლო კვირების განმავლობაში გამწვავებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მკურნალობდა. ბოლო წლების განმავლობაში, სილვიო ბერლუსკონის ქრონიკული მიელომონოციტური ლეიკემია აწუხებდა, რომელიც ბოლო თვეებში გაუმწვავდა და ფილტვების დაზიანებით კლინიკაში მოხვდა.

სილვიო ბერლუსკონი "მილანს" 1986-2017 წლებში ხელმძღვანელობდა და მის პერიოდში "როსონერიმ" 8 სერია A, 5-ჯერ უეფას ჩემპიონთა ლიგა, 5-ჯერ ევროპის სუპერ თასი, ერთხელ იტალიის თასი, 6-ჯერ ქვეყნის სუპერთასი და ორჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

სხვა სტატიები