ოფიციალურად: სიმონ კიაერი სეზონის ბოლოს მილანს დატოვებს
დანიის ეროვნული ნაკრებისა და "მილანის" 35-წლის ცენტრალური მცველი - სიმონ კიაერი, სეზონის ბოლოს მილანურ კლუბს ოფიციალურად დატოვებს.
მან გადაწყვეტილების შესახებ თანაგუნდელებს უკვე აცნობა. მისი აგენტი ბეკი ადასტურებს. რომ კლუბმა და ფეხბურთელმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადაწყვიტეს, რომ 35 წლის დანიელი მცველი კლუბს ოფიციალურად დატოვებს.
🚨🇩🇰 Simon Kjaer will leave AC Milan at the end of the current season as free agent, the decision has been made.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) April 29, 2024
His agent Beck confirms to Bold that it’s over and with mutual respect, Kjaer and the club will part ways. pic.twitter.com/YBRLBxB3ao
სიმონ კიაერი "მილანში" 2019/2020 წლების სეზონიდან თამაშობდა, მან ჯამში 120 მატჩი ჩაატარა, სადაც 1 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.
მან მილანურ კლუბთან ერთად 2021/2022 წლების სეზონში სკუდეტოც მოიგო, 2021 წელს კი დანიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ "მილანიდან" სად გადავა 35 წლის დანიელი მცველი, თუმცა დანიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კიაერი მშობლიურ "მიდტიულანდში" დაბრუნდება, 1 წლის შემდეგ კი საფეხბურთო კარიერას დაასრულებს.