Belive

სილვინიო: ,,ფრე უფრო სამართლიანი შედეგი იქნებოდა''

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ალბანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სილვინიომ, საქართველოსთან წაგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,კომპლიმენტები მეტოქეს, მაგრამ ფრე უფრო სამართლიანი შედეგი იქნებოდა, რადგან თანაბრად ვითამაშეთ. გოლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. საქართველო ფიზიკურად და ტაქტიკურად გამართული გუნდია.

ჩემს ფეხბურთელებს ვაფასებ, რადგან ყველაფერი გააკეთეს. მათთან შენიშვნები არ მაქვს. ჩვენი ჯგუფი რთული მეტოქეებითაა დაკომპლექტებული.

მიზანი ერთა ლიგაზე? იმედგაცრუებული არ ვარ, ეს ფეხბურთია, ჩვენი მიზანი კარგად თამაში და წინსვლაა. პირველი მატჩი მოვიგეთ, დღეს, სამწუხაროდ, დავმარცხდით. გვინდა, რომ ოქტომბერში ჯგუფიდან გასასვლელად ვითამაშოთ, ნოემბერში კი პირველი ადგილის დაკავებას ვეცადოთ!'' - სილვინიო

ერთა ლიგის B დივიზიონის პირველი ჯგუფის მე-2 ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ალბანეთს სტუმრად 1:0 მოუგო.

2 ტურის შემდეგ, საქართველო ჯგუფში 6 ქულით, ერთპიროვნულად ლიდერობს.

ვილი სანიოლის გუნდი მომავალ მატჩს 11 ოქტომბერს, უკრაინის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები