Belive

"მოსაგებად ჩამოვედით, თუმცა დაძაბული თამაში იქნება" - ლუკა ლოჩოშვილი

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ალბანეთთან მატჩისთვის მზადების ფარგლებში ბოლო ვარჯიში გამართა. ტირანაში, შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე, მატჩისწინა საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ჩეხეთთან მატჩი შეაფასეს და ალბანეთთან მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრეს ეროვნული გუნდის ფეხბურთელებმა, საბა გოგლიჩიძემ და ლუკა ლოჩოშვილმა:

ჩეხეთის ნაკრების სახით ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ. კარგად მოვემზადეთ ამ თამაშისთვის, ასი პროცენტით დავიხარჯეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ალბანეთი რთული მეტოქეა, რომელსაც, რა თქმა უნდა, ვაფასებთ. ვემზადებით და ვეცდებით, რომ ჩვენი თამაშით მივაღწიოთ წარმატებას. - საბა გოგლიჩიძე - საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი
დაძაბულ ბრძოლას ველი. ალბანეთი სახლში ძალიან კარგად თამაშობს და რთული ოპონენტია. მეტოქე შევისწავლეთ და ვეცდებით, რომ სამი ქულა მოვიპოვოთ. მოსაგებად ჩამოვედით, თუმცა დაძაბული თამაში იქნება და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ჩეხეთთან თამაშს დადებითად შევაფასებდი. კარგი, სანახაობრივი თამაში გამოვიდა. ბევრი გოლი გავიტანეთ და ვფიქრობ, რომ კარგ ფორმაში შევხვდით ერთა ლიგას. იმედი მაქვს ასე გავაგრძელებთ და დადებითი შედეგით დავასრულებთ ამ შეკრებას. - ლუკა ლოჩოშვილი - საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი

ერთა ლიგის ახალი გათამაშება ორივე გუნდმა გამარჯვებით დაიწყო. 7 სექტემბერს, პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთს 4:1 სძლია, ალბანეთმა კი პრაღაში უკრაინასთან 2:1 გაიმარჯვა. 

ალბანეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები