Belive

ალბანეთის წინააღმდეგ განაცხადში გიორგი წიტაიშვილი ვერ მოხვდა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ერთა ლიგის B1 ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრა, ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ, ტირანაში მოუწევს. მატჩის წინ, ვილი სანიოლს 24-კაციანი განაცხადი 23 ფეხბურთელამდე უნდა შეემცირებინა, ამის გამო განაცხადში გიორგი წიტაიშვილი ვერ მოხვდა. ცნობილია, რომ გიორგის ჯანმრთელობის პრობლემაც ჰქონდა და სათამაშო კონდიციაში ისედაც არ იყო.

ნაკრების განაცხადი ასეთია:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი

მცველები: ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, გიორგი გოჩოლეიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი გველესიანი, ირაკლი აზაროვი, ლუკა გადრანი, საბა გოგლიჩიძე

ნახევარმცველები: გიორგი ქოჩორაშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, შოთა ნონიკაშვილი, საბა ლობჟანიძე, გიორგი ჩაკვეტაძე

თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მიქაუტაძე

შეხვედრა თბილისის დროით 22:45-ზე დაიწყება. ორივე გუნდს პირველი ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს.

სხვა სტატიები