სიას კევინ დე ბრუინე ლიდერობს - პრემიერ ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები
ფრანგულმა გამოცემა L'Equipe-მა ინგლისის პრემიერ ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ჩამონათვალი გამოაქვეყნა.
ინგლისის პრემიერ ლიგაში ყველაზე მეტი შემოსავლის მქონე ფეხბურთელების ხუთეულის სათავეში "მანჩესტერ სიტის" ერთ-ერთი ლიდერი, კევინ დე ბრუინეა, რომელსაც კვირაში 482 854 ევროს ანაზღაურება აქვს.
რაც შეეხება სრულფასოვან ხუთეულს, ის შემდეგნაირად გამოიყურება:
1. კევინ დე ბრუინე - "მანჩესტერ სიტი" (482 854 ევრო);
2-3. ერლინგ ჰოლანდი "მანჩესტერ სიტი" (456 967 ევრო);
2-3. დავიდ დე ხეა "მანჩესტერ იუნაიტედი" (456 967 ევრო);
4-5. მოჰამედ სალაჰი "ლივერპული" (424,577 ევრო);
ინგლისის პრემიერ ლიგას 28 ჩატარებული ტურის შემდეგ ლონდონის "არსენალი" დაგროვებული 69 ქულით და უახლოეს კონკურენტ “მანჩესტერ სიტისთან” 8-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, თუმცა “ქალაქელებს” ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.