ბარსელონა ჰოლანდის ყიდვას 2025 წელს ეცდება
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ბარსელონა'' ,,მანჩესტერ სიტის'' თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის ყიდვას 2025 წელს აპირებს. ინფორმაციას 90min-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ნორვეგიელის კონტრაქტის პირობებიდან გამომდინარე, ორი წლის შემდეგ მისი სატრანსფერო ღირებულება იმაზე გაცილებით დაბალი იქნება, ვიდრე ახლაა. საუბარი დაახლოებით 150 მილიონ ფუნტზეა.
თუმცა, 90min-ი იმასაც წერს, რომ ,,ქალაქელები'' ფეხბურთელის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებენ.
მიმდინარე სეზონში ჰოლანდის ანგარიშზე ,,მანჩესტერ სიტის'' მაისურით ჩატარებულ 6 შეხვედრაში 6 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.