Belive

გვარდიოლა: "ხალხი ჰოლანდს ყველა მატჩში 7 გოლის გატანას სთხოვს - ეს შეუძლებელია"

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ თავისი გუნდის თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის შედეგიანობის შესახებ ისაუბრა.

"გასულ სეზონში და არამხოლოდ გასულ სეზონში მომხდარის გამო, ჰოლანდი ახლა ზეწოლის ქვეშაა. მას ყველა მატჩში 7 გოლის გატანას სთხოვენ და ეს შეუძლებელია.

ის ბედნიერია. მან ბევრი გოლი გაიტანა. ხალხს სურს, რომ მას 52 გოლის გატანის შემდეგ, წარუმატებელი სეზონი ჰქონდეს. შესაძლოა, სეზონის შესაფერის დროს მან კიდევ უფრო კარგად ითამაშოს, ვიდრე ახლა. ჩემპიონთა ლიგაზე ისევ შედეგებს გვაჩვენებს.

ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ის კვლავ მშიერია და გოლების გატანა სურს. ის ძალიან მოკრძალებული, წარმოუდგენელი პროფესიონალი და დიდი სპორტსმენია. კარგია, რომ ის მთლიანად თამაშშია ჩართული და მონაწილეობას იღებს - მხოლოდ საჯარიმოში არ დგას იმის გამო, რომ გოლები გაიტანოს.

თუ ის ბურთის საჯარიმოში შეტანაში უფრო აქტიურად ჩაერთვება, მჯერა, რომ უფრო უკეთესი ფეხბურთელი გახდება. ამაში ეჭვი არ მეპარება, თანაც მას გაუმჯობესების სურვილი აქვს", - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.

საინტერესოა ისიც, რომ გასულ 100 მატჩში გოლს+საგოლე პასის სისტემით 23 წლის ნორვეგიელ თავდამსხმელს 115 ქულა აქვს დაგროვებული.

სხვა სტატიები