Belive

შტუტგარტმა გალათასარაის დამცინავი პოსტის გამო ბოდიში მოუხადა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

„შტუტგარტმა“ ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ სოციალურ ქსელ X-ზე ირონიული პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც თურქი გულშემატკივრების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. საუბარია „გალათასარაის“ საშინაო არენაზე დამონტაჟებული დინამიკების ფოტოზე, რომელსაც გერმანულმა კლუბმა ჩაფიქრებული ემოჯიები დაურთო.

ამ პოსტით „შტუტგარტმა“ იმ ძველი დაპირისპირების განახლება სცადა, რომლის მიხედვითაც, „გალათასარაის“ სტადიონზე ხმის გამაძლიერებლებით ცდილობენ ქომაგების სტვენის გაძლიერებას, რათა სტუმარ გუნდზე ფსიქოლოგიური ზეწოლა გაიზარდოს. თურქმა გულშემატკივრებმა ეს ჟესტი მტკივნეულად მიიღეს და სოციალურ ქსელში კრიტიკული და მწვავე კომენტარების ქარიშხალი დაატეხეს თავს.

წნეხის გამო „შტუტგარტმა“ პოსტი მალევე წაშალა და საჯარო ბოდიში მოიხადა. გერმანულმა კლუბმა განაცხადა, რომ ვინმეს შეურაცხყოფა არ ჰქონდა განზრახული, მადლობა გადაუხადა სტამბოლელებს მასპინძლობისთვის და სამართლიანი ბრძოლა უსურვა.



„გალათასარაის“ ოფიციალურმა გვერდმა ბოდიში მიიღო და მეტოქეს მშვიდი პასუხი გასცა, აღნიშნა რა, რომ მათი სტადიონი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ატმოსფეროთი გამოირჩევა. მიუხედავად ამ ოფიციალური შერიგებისა, ქომაგების გაღიზიანება ადვილად არ განელებულა და პოსტმა სულ რამდენიმე საათში მილიონზე მეტი ნახვა და ათასობით ბრაზიანი კომენტარი დააგროვა.

„გალათასარაისა“ და „შტუტგარტის“ დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 21:45 საათზე გაიმართება. 

სხვა სტატიები