შტურმის პირველი მოგება ლიგაზე - ოთარ კიტეიშვილის შეფასება ჟირონასთან მატჩში
ოთარ კიტეიშვილის ,,შტურმმა'' ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 4 წაგების შემდეგ პირველ შეხვედრაში იმარჯვა. დღეს ავსტრიულმა კლუბმა ,,ჟირონას'' უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
ქართველმა ფეხბურთელმა ,,შტურმის'' ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და მოედანზე 90 წუთი გაატარა.
კიტემ Sofascore-სგან 6.8-ქულიანი შეფასება მიიღო. 28 წლის ნახევარმცველმა, რომელიც ბურთს სულ 56-ჯერ შეეხო, კარისკენ ერთხელ დაარტყა, 17-დან 4 დუელი მოიგო და 38-დან 33 (87%) ზუსტი გადაცემა გააკეთა.
6.5 ქულით შეაფასა კიტეიშვილის თამაში Whoscored-მა, 7-ით კი Flashscore-მა.
,,შტურმი'', რომელიც 4 ტურის შემდეგ 3 ქულით 29-ე ადგილს იკავებს, ჩემპიონთა ლიგის მომავალ შეხვედრას 11 დეკემბერს, ,,ლილის'' წინააღმდეგ გამართავს.
HISTORISCH!!! Wir gewinnen gegen den @GironaFC mit 1:0 und holen die ersten Königsklassen-Punkte seit über 23 Jahren! 🥹🖤🤍 #sturmgraz #UCL #STUGIR
— SK Sturm Graz (@SKSturm) November 27, 2024
____________
STU 1:0 GIR |⏱️90+4' pic.twitter.com/2fdjrIvrCY