გრაცის შტურმის ორივე ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება შეიცვალა
3 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გრაცის შტურმის ორივე ქართველი ფეხბურთელის, როგორც ოთარ კიტეიშვილის, ასევე გიზი მამაგეიშვილის სატრანსფერო ღირებულება შეიცვალა.
30 წლის კიტეიშვილის ღირებულება 6 მილიონი ევროდან 5.5 მილიონ ევრომდე დაეცა, ხოლო 23 წლის მამაგეიშვილის ფასი 800 000 ათასი ევროდან 1 მილიონ 200 ათას ევრომდე გაიზარდა და ის ამჯერად კარიერულ მაქსიმუმზეა.
ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მან ყველა ტურნირის ეგიდით 41 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა რა დროშიც 19 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
გიზი მამაგეიშვილი კი გრაცულ გუნდს ზამთარში შეუერთდა და მხოლოდ 13 მატჩში მოასწრო მონაწილეობის მიღება, ამ დროში კი მან 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.