Belive

ოთარ კიტეიშვილმა შტურმს მოაგებინა

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ავსტრიის ბუნდესლიგის 29-ე ტურში გრაცის "შტურმი" სტუმრად "ლინცს" დაუპირისპირდა და 0:1 მოიგო, შეხვედრის ერთადერთი გოლი ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა.

გრაცელები ჩემპიონატის პირველ ადგილზე არიან და მხოლოდ 3 ქულით უსწრებენ 'აუსტრიას', რომელსაც საკუთარი შეხვედრა მარაგში აქვს. სწორე აუსტრიასთან დამარცხდა შტურმი წინა 2 მატჩში, ამიტომ რეაბილიტაციისა და სატურნირო ცხრილში ლიდერობისთვის დღევანდელ შეხვედრას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. მეორე ტაიმის დაწყებიდან 3 წუთში ქართველმა ნახევარმცველმა ერთადერთი გოლი გაიტანა და შტურმს მოაგებინა.

ოთარისთვის, მიმდინარე სეზონის ბუნდესლიგაში ეს მე-12 გოლი იყო, კიტეიშვილს 3 საგოლე გადაცემაც აქვს შესრულებული. ქართველმა ერთი გოლის გატანა ჩემპიონთა ლიგაზეც მოახერხა.

სხვა სტატიები