Belive

შოთა არველაძის წარმატებული დებიუტი - ჰალმა შინ სუონსის მოუგო

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ჩემპიონშიფის 29-ე ტურში ,,ჰალ სიტის'' მთავარი მწვრთნელის პოსტზე შოთა არველაძის დებიუტი შედგა. ქართველი სპეციალისტის გუნდმა ,,სუონსის'' უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში მე-5 წუთზე გაიხსნა - თავი ტომ ივსმა გამოიჩინა, რომელმაც ბრენდონ ფლემინგის გადაცემით ისარგებლა. 12 წუთში მასპინძლებმა მეორე გოლი გაიტანეს - კინ ლუის-პოტერმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მეორე ნახევარში ,,სუონსი'' უპირატესობა ფლობდა, თუმცა ,,გედებმა'' გოლის გაქვითვა ვერ შეძლეს. ,,ჰალ სიტის'' 28 ჩატარებული მატჩის შემდეგ 32 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-18 პოზიციაზეა. არველაძის გუნდი მომავალ შეხვედრას 5 თებერვალს ,,პრესტონთან'' შინ გამართავს.

სხვა სტატიები