შოთა არველაძე მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად მარადონას ხსოვნისადმი მიძღვნილ მატჩში ითამაშებს
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ხვალ, 14 ნოემბერს, რომში, ,,სტადიო ოლიმპიკოზე'', დიეგო მარადონას ხსოვნისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო მატჩი (We Play For Peace) გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი - შოთა არველაძეც მიიღებს.
,,საქველმოქმედო მატჩებში თამაში ყოველთვის სასიამოვნო გამოცდილებაა. მოხარული ვარ, რომ მშვიდობისთვის ვითამაშებ! გელით ,,სტადიო ოლიმპიკოზე''!'' - დაწერა არველაძემ სოციალურ ქსელში.
ხვალინდელ შეხვედრაში მსოფლიო ფეხბურთის არაერთი ლეგენდა (მათ შორის რონალდინიო, ჯანლუიჯი ბუფონი, ფაბიო კანავარო, მიროსლავ კლოზე) ითამაშებს.